39 წლის როსტომ ზარანდია სამოქალაქო აქტივისტი და ქუჩის მხატვარია ზუგდიდიდან. მისი აქტივიზმი წლებს ითვლის.
თავდაპირველად იმ გარემოს შეცვლას, რომელიც ბევრი რამის გამო არ მოსწონს, განცხადებებით, პეტიციებით და ხელმოწერების შეგროვებით ცდილობდა. ერთ დღეს, აღმოაჩინა, რომ ქუჩის მხატვრობა უკეთ მუშაობდა. ახლა მისი პროტესტი, სამეგრელოს სხვადასხვა წერტილიდან, მისივე ნახატებით ისმის.