რატომ მიმდინარეობს ომი და შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან არიდება - ფაშინიანის პასუხები
ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც თავის თავს 6 კითხვა დაუსვა და თავადვე მოკლედ უპასუხა.
აი, მისი პუბლიკაციის სრული ტექსტი:
1. რისთვის არის ეს ომი? – ყარაბაღის სტატუსისთვის.
2. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან არიდება? – დიახ, თუკი ტერიტორიებს ჩავაბარებდით და დავთანხმდებოდით განუსაზღვრელი დროით ყარაბაღის განუსაზღვრელ სტატუსზე და მისი სტატუსის სამომავლო კორექტირების მექანიზმების არარსებობაზე.
3. შეიძლებოდა თუ არა მიგვეღწია მოლაპარაკებების გზით ყარაბაღის მისაღები სტატუსისთვის ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობისთვის? – არა, იმიტომ რომ, ბოლო ასეთი შესაძლებლობა 2011 წელს, ყაზანში დაიკარგა.
4. შეგვიძლია თუ არა ამ ომის შეჩერება? – თეორიულად დიახ, მეორე პუნქტში ნახსენები ფორმულის ცოტათი გაუარესებული ვარიანტით.
5. შეიძლება თუ არა ომით ყარაბაღის სტატუსის გადაწყვეტა? – დიახ, თუკი მოვახერხებთ ომში წარმატების მიღწევას.
6. შეგვიძლია თუ არა ომში წარმატების მიღწევა? – დიახ, თუკი ჩვენ მოვახერხებთ მთელი ეროვნული პოტენციალის ამ მიზნის გარშემო ფოკუსირებას და გულწრფელად და თავდაუზოგავად გავაგრძელებთ ამ მიზნისკენ სვლას.