სომხეთი: აღდგომის მსახურება პირველად ჩატარდა მორწმუნეების გარეშე
12 მარტს, სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ თავისი მთავარი დღესასწაული – ქრისტეს აღდგომა, პირველად აღნიშნა მორწმუნეების გარეშე. ამის შესახებ გადაწყვეტილება, სრულიად სომხეთის კათოლიკოსის ხელმძღვანელობით, საეპისკოპოსო საბჭომ ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გამო მიიღო. ის კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 16 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით არის გამოცხადებული.
- ლოცვა – მხოლოდ მარტოობაში. აღდგომის წინა დღეს, სომხეთის სულიერ დედაქალაქ ეჩმიაძინში
- საქართველოში სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდება
სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე
ამასთან, საეკლესიო სადღესასწაულო ლიტურგია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ისევე, როგორც წინა წლებში.
სრულიად სომხეთის კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ლიტურგიის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა, კაცობრიობის გამოწვევაა – განსაკუთრებით ადამიანობის, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ მსოფლიო გადალახავს ამ გამოცდას.
12 აპრილის მონაცემებით, სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების 1 013 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 803 მკურნალობას აგრძელებს, 13 – გარდაიცვალა. 7 164-მა
ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
მორწმუნეები ამჯერად აღდგომას სახლში აღნიშნავდნენ – ხორბლის ჯეჯილით, შეღებილი სააღდგომო კვერცხებით, ბრინჯის ტკბილი ფლავითა და ღვინით.
აი, როგორ მოემზადა ფოტოგრაფი ლილიან გალსტიანი სახლში, აღდგომისთვის.