რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას – თუ როგორი იქნება მოსკოვის პოზიცია “ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატრებისა და საოკუპაციო ძალებისგან მათი განთავისუფლების შემთხვევაში – მოსკოვი თვალს დახუჭავს, თუ ჩაერევა აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში” – ლავროვმა განაცხადა, რომ “ეს უკვე აღარ წარმოადგენს რაიმე აბსტრაქტულს, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული თემა არ არის უშუალოდ აზერბაიჯანის საშინაო საქმე”.
შემდეგ ლავროვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოთხოვნა, ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ძალაშია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ძალისმიერი გზით, და თან მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრით”.
“საკამათო საკითხების მშვიდობიანი მოგვარება სრულიად არაორაზროვნადაა ჩაწერილი. ის, რომ 2016 წელს სისხლიანი მოვლენები განვითრდა, ღრმა შეშფოთებას იწვევს. რუსეთმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ მომენტში სისხლისღვრის შესაჩერებლად”, – განაცხადა ლავროვმა.
ამ განცხდების საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა ელმარ მამედიაროვმა თქვა:
“აპრილის მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთმა, როგორც ეუთოს ჯგუფის თანათავმჯდომარემ და მეზობელმა ქვეყანამ, კიდევ მეტ ძალისხმევას უნდა მიმართოს კონფლიქტის უსაწრაფესად მოგვარებისთვის. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თუკი რუსეთი მთელი სერიოზულობით დაინტერესდება ამ საკითხით, მაშინ სტატუს-კვო შეიცვლება, რეგიონში სტაბილურობა აღდგება და უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარის გაყვანა”.