საქართველოში გავრცელდა ხმები, რომ საბჭოთა კავშირის წარმოების გირები პლატინას შეიცავს. ამის შესახებ წერს ქართველი ბლოგერი, რომელსაც გირების შესახებ დაწერილი განცხადებაც მოჰყავს. ამ განცხადების მიხედვით, მავანი თითოეულ ასეთ გირში 500 დოლარის გადახდას აპირებს. ამასთან, ვრცელდება ხმები, რომ თურქეთში აღნიშნულ გირებს გაცილებით უფრო ძვირად იბარებენ. ალბათ, სწორედ ამ მოარული ხმების გამო გაქრა საქართველოს ზოგო სპორტდარბაზიდან რამდენიმე გირი. მაგალითისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ გასულ თვეში პატარა ქალაქ ოზურგეთის სპორტდარბაზიდან 4 გირი მოიპარეს.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ასეთი ჭორები ადვილად ვრცელდება. იყო პერიოდი, როდესაც ადამიანების ნაწილს მტკიცედ სწამდა, რომ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი ძვირფას ლითონებს შეიცავს. ბევრი ნადირობდა ‘სარატოვის’ მარკის ძველი მაცივრების ძრავებსა და ნახშირის ძველებურ უთოებზე, რომლებიც ენერგოკრიზისის დროს უბრალო ანტიკვარულ ნივთებად არ აღიქმებოდა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად გამოიყენებოდა.