ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
8 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 683 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავისრუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა წყალტუბოს საკარანტინე სივრცეში გამოვლინდა. ინფიცირებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.