საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს დახმარებას სთავაზობენ
ორი დღეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ასევე, სასტუმროები, კვების ობიექტები და კლინიკები, მზად არიან საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს დახმარება აღმოუჩინონ.
ადამიანები თბილისიდან და რეგიონებიდან, სოციალურ ქსელში წერენ, რომ ისინი მზად არიან თავიანთ ოჯახებში შეიფარონ უკრაინული ოჯახები, ბავშვები, დაუთმონ მათ კუთვნილი, ცარიელი ფართები, მოამარაგონ საკვებით, მედიკამენტებით.
უკრაინელებს დახმარებას სთავაზობენ დიდი სასტუმროები, ჰოსტელები და საოჯახო სასტუმროები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ადმინისტრატორები წერენ, რომ ისინი ქვეყანაში მყოფ უკრაინელებს უფასოდ დაუთმობენ ფართებს. რესტორნები და კვების მცირე ობიექტები ამბობენ, რომ უზრუნველყოფენ მათ კვებას.
უკრაინელებს დახმარება აღუთქვეს კლინიკებმაც. ისინი მზად არიან ქვეყანაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს უსასყიდლოდ მოემსახურონ.
„მიმდინარემოვლენებისფონზე, ჩვენსპლატფორმასვუთმობთყველაიმადამიანსდაკომპანიას, ვისაცშეუძლიარაიმეფორმითდაეხმაროსჩვენსუკრაინელმეგობრებს, უკრაინასადასაქართველოშიმყოფიმადამიანებს, რომლებსაცდღესასეძალიანსჭირდებაჩვენიგვერდშიდგომა“, – დაწერეს ჯგუფის ადმინებმა.
ამ განცხადებას ჯგუფში ათობით დახმარების მსურველი ადამიანის პოსტი მოჰყვა. განცხადებებს დახმარების შესახებ, თან ახლავს საკონტაქტო პირების ტელეფონების ნომრები:
„დასავლეთში თუ არიან უკრაინის მოქალაქეები და ვერ ბრუნდებიან, ჩემი ოჯახი მიიღებს“
„ბათუმში, 1 თვით, უსასყიდლოდ დავუთმობ 2 ოთახიან ბინას, სრულიად აღჭურვილს ყველა საჭირო ნივთით“
„დუშეთში მაქვს კერძო სახლი, გაზი, დენი წყალი ყველაფერი არის. მზად ვარ, დავეხმარო მივიღო უკრაინიდან, ან აქ დარჩენილ ოჯახს გადავცე სახლი“
“უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც ვერ ბრუნდებიან სამშობლოში, შემიძლია დაუთმო სახლი აჭარაში. 4-5 ადამიანზე გათვლილი. ასევე , შევძლებთ სხვა ტიპის მხარდაჭერას: კვება, ტრანსპორტირება და მედიკამენტები“.
„ყველა უკრაინელ ოჯახს, ვისაც არ შეუძლია სამშობლოში დაბრუნება, შემიძლია დავუთმო ჩემი სახლი სამეგრელოში“, – წერენ რიგითი ადამიანები.
ქვეყანაში მყოფი უკრაინელებისთვის სივრცის დათმობის შესახებ წერს სხვადასხვა სასტუმროც. მათ შორის, დღეს ასეთი განცხადება გამოაქვეყნა „ჰოლიდეი ინ-მა“.
ჯგუფში არაერთი საოჯახო სასტუმროს და ჰოსტელის განცხადება იძებნება:
„შემიძლიასაქართველოშიჩარჩენილიუკრაინისმოქალაქეებიგანვათავსობაკურიანში AREA PaRk Apartment ვიჰაუს–ში“
„საქართველოში მყოფი უკრაინელი ძმები და დები შეგვიძლია განვათავსოთ სასტუმრო BEST Hotel -ში უსასყიდლოდ“.
უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად ცხელი ხაზი აამოქმედა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 , 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებსა და მათ მასპინძელ კერძო სექტორს ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ადმინისტრაციას დაუკავშირდეს.
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ორი დღეა იბომბება უკრაინის ქალაქები, ადამიანები მიწისქვეშა გადასასვლელებს და სარდაფებს აფარებენ თავს.
უკრაინამ საზღვრები ჩაკეტა, რის გამოც, ათასობით ადამიანმა სამშობლოში დაბრუნება ვერ მოასწრო.