მარტის თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა, იმპორტი – გაიზარდა
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა, იმპორტი – გაიზარდა
მარტის თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა, ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი მონაცემებით ვიგებთ.
2022 წლის მარტში საქართველომ რუსეთისგან 91 580 300 აშშ დოლარის საქონელი იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 მლნ დოლარით (2.5 პროცენტი) მეტია.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ რუსულ ბაზარზე მარტის თვეში 16 958 100 აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – ორჯერ ნაკლებია.
2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (220 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (125.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (109.8 მლნ. აშშ დოლარი).

იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან იმპორტში 65.1% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3 865.0 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.9 პროცენტით მეტია.
იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეული:
● სპილენძის მადნები და კონცენტრატები – მთელი ექსპორტის 23.1 პროცენტი;
● ფეროშენადნობები – 13.7 პროცენტი;
● მსუბუქი ავტომობილები – 8.1 პროცენტი.

