საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ
თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა
საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სუამ-ის სხდომის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრები გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა.
მას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი – ნიკუ პოპესკუ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჯეიჰუნ ბაირამოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – დმიტრო კულება და სუამ-ის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი.
სამინისტროს განმარტებით, მინისტერიალზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას და თანამშრომლობის ფორმატების გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე, უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტის, დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.“ – წერია სამინისტროს განცხადებაში.
● საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობა გამარტივდება. ცვლილებები აგროპროდუქტებს შეეხება
● ქართული ექსპორტი ევროპაში – როგორ მუშაობს ასოცირების შეთანხმება ხელმოწერიდან ხუთი წლის შემდეგ
● საქართველო აზერბაიჯანზე და სომხეთზე ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს
პირველად ოთხ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახურმა, იულია მენდელმაც გაავრცელა.
„უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდოვა თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნიან. ნიუ იორკში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაბამის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.“ – დაწერა იულია მენდელმა ტვიტერზე.
Ukraine, Georgia, Azerbaijan, & Moldova will create a free trade zone. In New York, the foreign ministers of Georgia, Ukraine, Azerbaijan, and Moldova signed a corresponding protocol
— Iuliia Mendel (@IuliiaMendel) September 22, 2022