საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობა გამარტივდება. ცვლილებები აგროპროდუქტებს შეეხება
საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება
სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების ლიბერალიზაცია და მომავალში მომსახურებებით ვაჭრობის შესაძლებლობა – ეს ორი მთავარი ცვლილება შეიძლება შევიდეს საქართველოსა და თურქეთს შორის დადებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ანკარაში მიიღეს, საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში შექმნილი კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე .
_____________________________________________________________________________
● ქართული ექსპორტი ევროპაში – როგორ მუშაობს ასოცირების შეთანხმება ხელმოწერიდან ხუთი წლის შემდეგ
● როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
● საქართველო აზერბაიჯანზე და სომხეთზე ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს
_____________________________________________________________________________
საქართველოს დელეგაციას ანკარაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. მისი თქმით,მ აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელია, რომ გაიზარდოს ქართული აგროპროდუქციის ექსპორტი თურქეთში. არველაძემ თქვა, რომ ამ საკითხის განხილვა თურქულ მხარესთან “წარმატებით მიმდინარეობს”.
კომიტეტის შემდეგი შეხვედრა 2012 წლის ბოლოს თბილისში დაიგეგმა.
“მანამდე კი კონსულტაციები ექსპერტების დონეზე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
_____________________________________________________________________________

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის 2007 წელს გაფორმდა. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს გარკვეული საქონლის გათავისუფლებას იმპორტის გადასახადისგან.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იყო 561,507 მლნ დოლარი, წელს 5 თვეში კი ეს მაჩვენებელი 35 პროცენტით გაიზარდა და 758,053 მლნ დოლარი შეადგინა.
ბრუნვასთან ერთად გაიზარდა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტით.
2021 წელს საქართველომ თურქეთში 624,743 მლნ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც 30,2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 133,290 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, რაც 63 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თურქეთში საქართველო ყველაზე მეტს ყიდულობს ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მზა ნაწარმს, სამკურნალო საშუალებებს, მილებს, მეტალოკონსტრუქციებს შავი ლითონებისაგან და სხვა.
საქართველოდან თურქეთში კი, უმეტესად გადის მაისურები, ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი, კოსტიუმები, კომპლექტები, ფეროშენადნობები, შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი, ნახშირბადიანი ფოლადისაგან დამზადებული ნახევარფაბბრიკატები და სხვა.