საპროტესტო ბანერები - აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
10 მარტს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ. მათ ამით საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რომლებიც ქუჩაში საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ.
- უმრავლესობამ „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით ჩააგდო
- გაზი, წყლის ჭავლი, დაკავებები – მასშტაბური აქცია თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ქრონოლოგია და ბევრი ფოტო
7-9 მარტის აქციები განსხვავებულ საპროტესტო მუხტს ატარებდა, რადგან უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციისა და მოსაზრების მქონე მოქალაქე დადგა ერთმანეთის გვერდით. აქციის მონაწილეთა რაოდენობას და შემართებას რომ თავი დავანებოთ, ყველაფერთან ერთად ეს პროტესტი ძალიან დასამახსოვრებელი გახადა მრავალფეროვანმა საპროტესტო ბანერებმა, სადაც მოქალაქეების მთავარ მოწოდებებთან ერთად მათი დამოკიდებულებაც ჩანდა ხელისუფლებისა და ზოგადად არსებული პოლიტიკის მიმართ. ჩვენ რამდენიმე ბანერი ამოვარჩიეთ და გთავაზობთ ფოტო კოლაჟს.