ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
20 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 713 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3914 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 340 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 475 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19-ის 5 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში გამოვლინდა. ამ სოფელში კორონავირუსით 54 ადამიანია ინფიცირებული, მთელს მუნიციპალიტეტში კი – 160.
საჩხერის საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტს, რომელსაც covid-19-ის სამკურალო კურსი ჩაუტარდა და PCR ანალიზით ორგანიზმში ვირუსი აღარ უფიქსირდებოდა, ვირუსი ისევ აღმოაჩნდა. covid-19-ისთვის
დამახასიათებელი სიმპტომები მას იზოლაციის პერიოდში გამოუვლინდა. პაციენტს საიზოლაციო პერიოდში, მაშინ, როდესაც მან ამავე დიაგნოზით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა და რომ covid-19-ით ხელახლა დაავადების 150-მდე შემთხვევაა აღწერილი მთელს მსოფლიოში.
“სწორედ ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ამოუცნობი, რომ ასეთი რაღაცები ახასიათებს. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია”, – ამბობს იმნაძე.
„ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული, მას შემდეგ, რაც ორი ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება და ისევ გადადის 2-კვირიან თვითიზოლაციაში. ამიტომაც ვიღებთ ასეთ ზომებს, რომ ეს დაავადება ახალია, უცნობია და ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით მის შესახებ.“
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.