ახალი საპროტესტო აქციები რუსეთში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. ფოტო, ვიდეო
ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები 31 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართა.


ხელისუფლებამ პოლიციისა და ეროვნული გვარდიის მობილიზება მოახდინა და აქციას მომიტინგეების მასობრივი დაპატიმრებებით უპასუხა.

რუსული გამოცმა “ნოვაია გაზეტას” ცნობით, მოსკოვის დროით 16 საათსა და 40 წუთისთვის ქვეყნის მასშტაბით 3000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები.
Момент задержания фотокора Тимура Хаджибекова на Сенной площади у станции метро Спасская в Петербурге.
— Новая Газета (@novaya_gazeta) January 31, 2021
Видео: Нина Авдеенко, для «Новой». pic.twitter.com/7Do5mTr27b
მოსკოვში ხელისუფლებამ წინასწარ დახურა ქალაქის ცენტრი – მეტროს სადგურები არ მუშაობდა, იქ მანქანებს და ფეხით მოსიარულეებსაც არ უშვებდნენ.


რუსულმა უწყება “როსკომნადზორმა”, რომელიც პასუხისმგებელია კომუნიკაციების რეგულირებაზე, გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა მედია, რომელიც ავრცელებს “არასწორ” მონაცემებს დემონსტრანტების რაოდენობის შესახებ, დაჯარიმდება.



მოსკოვში მომიტინგეები “მატროსკაია ტიშინას” ციხისკენ გაემართნენ, სადაც ნავალნი იმყოფება.
იქ ბევრი მომიტინგე დააკავეს.
У «Матросской тишины» людей забирают без разбора от забора.
— Новая Газета (@novaya_gazeta) January 31, 2021
Видео: Ирина Воробьева / «Новая» pic.twitter.com/xOb99FdmQJ