პოლიტოლოგები და ეკონომისტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დასუსტებას, რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსს წინასწარმეტყველებენ.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ The Republic რუს და ბელორუს პოლიტოლოგებსა და ეკონომისტებს მიმართა კითხვით – “რა ელის ბელარუსს უახლოეს მომავალში?”
19 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელთა შედეგები ბელარუსის ოპოზიციამ და დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ არ ცნეს, ბელარუსში პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ხელისუფლება მათ აღსაკვეთად ძალას იყენებს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათასობით დემონსტრანტი დააკავეს და აწამეს.
ეკონომისტის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის კონსტანტინე სონინის აზრით, ”თუასეთიდაპირისპირების პირობებშიპრეზიდენტილუკაშენკოძალაუფლებასკიდევრამდენიმეწლისგანმავლობაშიშეინარჩუნებს, მაშინშეიძლებასერიოზულიეკონომიკურიკრიზისიმოხდეს”.
”მხარდაჭერა, რასაც ლუკაშენკოს რუსეთი გაუწევს, ამ კრიზისის შესაკავებლად საკმარისი არ იქნება. შესაძლებელია სცენარი, როდესაც ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშლება და ძალაუფლებას ხელში ძალოვნების ჯგუფი ჩაიგდებს ”, – მიიჩნევს ეკონომისტი.
ამასთან, მისი აზრით, ლუკაშენკო ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს რამდენიმე წელზე მეტი ხნის განმავლობაში: მოსახლეობის ყველა ჯგუფში მისი მხარდაჭერა ძალიან მცირეა.
აქცია კიევში ბელარუსის პროტესტების მხარდასაჭერად, 2020 წლის 13 სექტემბერს. ტრანსპარანტზე წერია: ”საშა, რად გინდა სოჭი? პირდაპირ როსტოვში გაფრინდი”. 14 სექტემბერს ლუკაშენკო სოჭში რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. 2014 წელს უკრაინაში რევოლუციის დროს მაშინდელი პრეზიდენტი იანუკოვიჩი რუსეთის საზღვრისპირა ქალაქ როსტოვში გაიქცა.. REUTERS/Evgenia Novozhenina
რუსული გეგმა – “საკონსტიტუციო რეფორმა”?
კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი მაქსიმ სამორუკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ბოლოდროინდელ შეხვედრაზე ლუკაშენკოსთვის მიცემულ 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის სანაცვლოდ კრემლს სურს ბელარუსში კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება.
გეგმა შემდეგია: რეფორმის შედეგად, ლუკაშენკო “აღარ იქნებაბელარუსისერთპიროვნული მმართველი“ და “მისნაცვლადიქნებაამორფული, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით განწყობილიდაქვეყნის შიგნითაც კი საკუთარი თავის რწმენის არმქონე კოლექტიურიმმართველიელიტა,” რომელთან მოლაპარაკებაც რუსეთისთვის გაცილებით ადვილი იქნება.
ამავე დროს, ლუკაშენკო, რომელიც ძალოვნებს კვლავაც გააკონტროლებს და დასავლეთთან მისასვლელი პირი აღარ ექნება, რუსეთისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება იმისთვის, რომ ის ხელისუფლებაში დატოვონ, თუმცა დასუსტებულ მდგომარეობაში.
რუსეთი ბელარუსს “იყიდის”?
პოლიტოლოგი, University College London -ის მეცნიერთანამშრომელი ვლადიმირ პასტუხოვი მიიჩნევს, რომ რუსეთი ოფიციალურად ბელარუსს არ შთანთქავს, ეს ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან ძვირი დაუჯდება.
მაგრამ ლუკაშენკოს, მისი სუსტი პოზიციის გათვალისწინებით, ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს გარიგება და დათმობები მოსკოვის წინაშე და რუსეთი შეეცდება “რაცშეიძლებამეტიგემრიელინაჭერიკარგ ფასად შეიძინოს “.
ამას ეთანხმება ბელორუსი ანალიტიკოსი ალექსანდრ კლასკოვსკი: ”მოსკოვი ახლა ბელარუსის ეკონომიკაში უფრო ღრმად შეღწევას, სტრატეგიული აქტივების ყიდვას ამჯობინებს”, – ამბობს იგი.
ინტეგრაცია რუსეთთან
ალექსანდრ მოროზოვი, პოლიტოლოგი და პრაღის კარლის უნივერსიტეტის თანამშრომელი, პროგნოზირებს, რომ კრემლი ორი ქვეყნის ინტეგრაციის გაგრძელებას აპირება და სურს ”შექმნასსიტუაცია, როდესაც შესაძლებელიიქნებაიმისთქმა, რომევროკავშირისმსგავსირამიქმნება: ერთიანივალუტა, ერთიანიპარლამენტი, მაგრამამავედროსეროვნულიმთავრობებისაკუთარბიუჯეტებს სრულიადდამოუკიდებლადქმნიან “.
მოროზოვის აზრით, ლუკაშენკო ამ გეგმებს ეფექტურად ვეღარ შეეწინააღმდეგება და მოუწევს მათი ნაწილი გახდეს.