სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი - ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები გაორმაგდა
გაზიარება
გაზიარება
ქვეყნები საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 334.3 მლნ აშშ დოლარი (927.4 ლარი) შეადგინა, რაც 63.1%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსული გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 110.94 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი გზავნილების 33.19%-ს შეადგენს, ეს კი 194.64%-ით მეტია 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით.
რუსეთის გარდა კიდევ შვიდი ქვეყანაა (სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, გაერთიანებული სამეფო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი), საიდანაც ფულადი გზავნილები მინიმუმ 100%-ით გაიზარდა.
ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა:
სომხეთი – 16.90 მლნ დოლარი (1 421.62%-იანი ზრდა);
ბელარუსი – 8.46 მილიონი დოლარი (1 412.87%-იანი ზრდა);
ყირგიზეთი – 13.49 მლნ დოლარი (658.8%-იანი ზრდა)
ტაჯიკეთი – 3.84 მლნ დოლარი (281.4%-იანი ზრდა);
რუსეთის ფედერაცია – 110.94 მილიონი დოლარი (194.64%-იანი ზრდა);
ყაზახეთი – 12.07 მლნ დოლარი (167.03%-იანი ზრდა);
უზბეკეთი – 2.62 მლნ დოლარი (163.30%-იანი ზრდა);
გაერთიანებული სამეფო – 4.16 მლნ დოლარი (115.1%-იანი ზრდა).
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია; მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.