საბრძოლო ხელოვნებაში ვლადიმირ პუტინის ოსტატობა – საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამის შესახებ მას თავად ბევრჯერ ულაპარაკია. ამაზე ბევრი ჟურნალისტიც ჰყვებოდა. ბოლოსდაბოლოს მისი მონაწილეობით სასწავლო ფილმიც კი გადაიღეს – „ვსწავლობთ ძიუდოს ვლადიმირ პუტინთან ერთად“.
სხვადასხვა ფედერაციისგან მიღებული ჯილდოებისა და დიპლომების რაოდენობით კი რუსეთის პრეზიდენტი უკვე თავად ჩაკ ნორისსაც კი უსწრებს.
ვისაც იმაში დარწმუნება სურს, რომ 60 წელს გადაცილებული ვლადიმირ პუტინი მშვენიერ სპორტულ ფორმაში იმყოფება, ადვილად შეუძლია მოძებნოს ინტერნეტში რუსეთის პრეზიდენტის ცნობილი წინასაარჩევნო ფოტო, რომელზეც ის შიშველი ტორსით ცხენზეა ამხედრებული.
მაგრამ გაზეთმა Washington Post-მა მკითხველს ალტერნატიული შეხედულება შესთავაზა – პოპულარული ბლოგერისა და კარატეში მრავალრიცხოვანი ქამრის, ასევე ტეკვონდოს მფლობელის, ბენჯამენ უიტსის აზრი.
ამ ადამიანმა ტატამზე გადაღებული ვლადიმირ პუტინის მრავალი ვიდეო შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე – ეს სულ დადგმული ორთაბრძოლებია, რომლების დროსაც რუსეთის პრეზიდენტის მეტოქეები ოდნავი შეხებითაც ეცემიან.
ბენჯამენ უიტსმა ასევე შეისწავლა საბრძოლო ხელოვნებაში ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებული პრიზების არცთუ მოკლე ჩამონათვალი და დაადგინა: ყველა მათგანი ან მისი სახელმწიფო ვიზიტებით შემოიფარგლება, ანდა საბიუჯეტო სასხრების გამოყოფისთვის მადლიერების ნიშნად არის მიღებული.
თავისი კვლევების შედეგად ბენჯამენ უიტსმა ვალდიმირ პუტინი ორთაბრძოლაში გამოიწვია. ის სთავაზობს რუსეთის პრეზიდენტს, ტატამზე დაამტკიცოს, რომ საბრძოლო ხელოვნებაში მისი ოსტატობა – ფეიკი და პიარი არ არის.
თუმცა, ის ერთი პირობის შესრულებას ითხოვს: ორთაბრძოლა ისეთ ადგილას უნდა გაიმართოს, სადაც ვლადიმირ პუტინი მის, ბენჯამენის, დაპატიმრებას ვერ შეძლებს.