ბაქოში კერძო უნივერსიტეტი დაიხურა
აზერბაიჯანის განათლების მინისტრის განკარგულებით, უნივერსიტეტი „ტეფეკიური“ დახურულია – უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე. დამფუძნებელთა საბჭომ, ფინანსური პრობლემების გამო, გადაწყვიტა, შეეჩერებინა საწავლებლის საქმიანობა.
სამინისტრომ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც „ტეფეკიურის რექტორი რაგიმ გუსეინოვიც შედის. ეს ჯგუფი სტუდენტების სხვა უნივერსიტეტებში გადანაწილებით დაკავდება. ეს ორი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.
„ტეფეკიურის“ უნივერსიტეტში სწავლების საფასური 1000-დან 3000 მანათამდე (საშუალოდ $ 1500) მერყეობს.
განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული სიის მიხედვით, აზერბაიჯანში 38 – სახელმწიფო, და 13 კერძო უმაღლესი სასწავლებელია.