პარიზი-თბილისის რეისს Air France პირველი აგვისტოდან განაახლებს
საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია Air France საქართველოში რეგულარულ ფრენებს 1-ლი აგვისტოდან განაახლებს. Air France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს.
რეისები ოთხშაბათობით და შაბათობით შესრულდება.
საქართველომ ევროკავშირის ხუთ ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვრები უპირობოდ გაუხსნა.
- საქართველო საზღვრებს ხსნის ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის. ოღონდ ფრენები არ არის
- “ჩაკეტილი ქვეყანა” და ზარალი ეკონომიკისთვის
ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ.
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ სპეციალური, ელექტრონული ანკეტა და მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაცია, შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია და ასევე ისიც, საქართველოში ყოფნის დროს სად დარჩებიან.
საქართველოში შემოსვლისას, საზღვარზე მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში კი PCR ტესტი აეროპორტშივე გაუკეთდებათ.
ამ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინში არ მოათავსებენ.
2-კვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულო იქნება ევროკავშირის ამ 5 ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.