თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს, რომელიც ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს.
PHR-ის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე მისი და ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.
ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს. ჩოგბურთელი ძალადობას უარყოფს.
ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც 22 მაისს დააკავეს, სასამართლომ გირაოს სახით 100 000 ლარი შეუფარდა.