არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის პირველი იანვრიდან შეწყვეტს
გაზიარება
გაზიარება
მთაინი ყარაბაღი არსებობას წყვეტს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომელსაც მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ აღიარებს, არსებობას 2024 წლის პირველი იანვრიდან შეწყვეტს. ამის შესახებ დღეს არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა განაცხადა.
ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებება კონტროლი დააწესეს ოკუპირებული აზერბაიჯანის კიდევ 7 რეგიონზე.
2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა დაკარგული შვიდი რეგიონი და ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ტერიტორიის ნაწილი. არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკამ არსებობა განაგრძო იმ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებდა რუსული სამშვიდობო კონტინგენტი.
2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ჩაატარა ადგილობრივი ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც დასრულდა არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ ოფიციალური ბაქოს პირობების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერით.
შაჰრამანიანის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, სეპარატისტულმა რეჟიმმა, რუსული კონტინგენტის შუამავლობით, მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაადგილება ყარაბაღის მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის სამხედროებისთვის, რომლებმაც იარაღი დაყარეს.
ე.წ. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით:
1. “2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას.
2. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებლებს, მოცემული განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, გააცნობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა შემდეგ მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესახებ.”