10 გარდაცვლილი და 1941 ახალი შემთხვევა. კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კვლავ რეკორდულად ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან.
ბოლო დღე-ღამეში 10 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ დადასტურებულია 26503 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 193
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 16147
გამოჯანმრთელებული – 10163
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:
თბილისი – 1034
აჭარა – 320
იმერეთი – 258
ქვემო ქართლი – 107
შიდა ქართლი – 68
გურია – 12
სამეგრელო და ზემო სვანეთი – 49
კახეთი – 37
მცხეთა-მთიანეთი – 36
სამცხე-ჯავახეთი – 18
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი- 2
კვლავ მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა ერთ კვირაზე მეტია რაც მკურნალობს.