: აზერბაიჯანში მინიმალური ხელფასი 6 დოლარით გაზარდეს
აზერბაიჯანში, პრეზიდენტის ბრძანებულებით, მინიმალური ხელფასი 11 მანათით გაიზარდა (6 დოლარი ) და ახლა 116 მანათას შეადგენს (63 დოლარს). წინა ჯერზე ის ოთხი წლის წინათ გაზარდეს 11 მანათითა და 50 კაპიკით, – იტყობინება რადიო „თავისუფლება“.
ფასების ზრდისა და დოლართან მიმართებით მანთის კურსის ვარდნის გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასი – 105 მანათი ოთხი წლის განმავლობაში 135 დოლარიდან 57 დოლარად იქცა, რამაც აზერბაიჯანი, მინიმალური ხელფასის ზომის თვალსაზრისით, კავკასიის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილას მოაქცია.
- სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით (2015 წელი), აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი 467 მანათს შეადგენს (255 დოლარს)
- ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ – სამედიცინო სფეროსა და სოციალური სამსახურის მუშაკებს (საშუალოდ დარგზე 204 მანათი – 111 დოლარი).
- ყველაზე მაღალი ხელფასები – მომპოვებელი მრეწველობის მუშაკებს ( 2171 მანათი ანუ 1186 დოლარი)
გამოქვეყნებულია 22.01.2017