რადიომოყვარული ანტონ ბალახაშვილი ადიგენში ცხოვრობს. ის რადიოზეა შეყვარებული, ამიტომ სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, ჯიბის რადიო მუდმივად თან აქვს. რადიოს სიყვარულის გამო პროფესიადაც რადიოინჟინერია აირჩია.
რადიოსთან მხოლოდ სიყვარული და ინფორმაციის მიღების სურვილი არ აკავშირებს. ცხოვრებაში ბევრი მძიმე პერიოდი ჰქონდა – ჯერ ახალგაზრდა, 33 წლის ცოლის, შემდეგ კი შვილის სიკვდილი. ამბობს, რომ ყველაზე მძიმე პერიოდში, მისი მეგობარი რადიო იყო.
ახლაც მარტო ცხოვრობს და ისევ რადიოა მისი ცხოვრების ყველაზე ერთგული მეგზური.