საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
1 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 22 გამოჯანმრთელდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი საქართველოში 40 წელია. COVID-19 -ით დაავადებულთაგან ყველაზე ასაკოვანი პაციენტი 87 წლისაა, ყველაზე მცირეწლოვანი კი – 2-ის.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.