კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი საქართველოშია
კორონავირუსის წამალი პაქსლოვიდი
COVID-19-ის სამკურნალოდ შექმნილი პირველი პრეპარატი უკვე საქართველოშია – “პაქსლოვიდის” პირველი პარტია 22 მარტს ჩამოვიდა.
როგორც საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც აღნიშნული მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება.
“პაქსლოვიდი” პაციენტებს უფასოდ გადაეცემა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მედიკამენტი ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას ორგანიზმში.
● “კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება” – საქართველო თითქმის ყველა შეზღუდვას ხსნის
● საქართველოს მთავრობის გეგმით, ივლისამდე მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი
● სიღარიბე, ინფლაცია, კორონავირუსი. NDI-ს ახალი კვლევის მთავარი მიგნებები და ტენდენციები
„პაქსლოვიდი” პაციენტმა ინფიცირების დადასტურებისთანავე უნდა მიიღოს, კურსი ხუთდღიანია. ამ მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90 პროცენტამდე იცავს დაავადების გართულებისგან.
ჯანდაცვის სამინისტრო ექსპერტებთან ერტად ახლა ადგენს სპეციალურ პროტოკოლს, რომლის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა ტიპის პაციენტებმა უნდა მიიღონ აღნიშნული პრეპარატი.
პროტოკოლით, პრეპარატს დაუნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებსაც გართულებების მაღალი რისკი აქვთ – ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, ხანდაზმულებს და ა.შ.
პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მიირებს პაციენტის ოჯახის ექიმი. პრეპარატს პაციენტს სახლში მიუტანენ.
COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. „პაქსლოვიდი“ აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში”,- ნათქვამია განცხადებაში.
კორონავირუსის წამალი პაქსლოვიდი