193 ახალი შემთხვევა საქართველოში. გარდაიცვალა ერთი პაციენტი, ის აფხაზეთიდან გადმოიყვანეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 193 ახალი შემთხვევაა. გარდაიცვალა ერთი, ჯამში მე-20 პაციენტი.
გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელია 42.
გარდაცვლილი 60 წლის ქალია, რომელიც აფხაზეთიდან უკვე დაგვიანებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი გადმოიყვანეს.
არსებული სტატიტიკით, 21 სექტემბრის დილის მონაცემებით კოვიდ-ცენტრებსა და კოვიდ-სასტუმროებში ერთად სულ 2133 პაციენტს მკურნალობენ. მათგან მარინა ეზუგბაიას თანახმად, პაციენტთა ნახევარზე ოდნავ ნაკლები კოვიდ-მკურნალობაზე მყოფი პაციენტები არიან, ხოლო დანარჩენები მეთვალყურეობას სასტუმრო-ჰოსპიტლებში გადიან.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 კრიტიკულად მძიმე და 80 მძიმე პაციენტია.
ბოლო 24 საათში, 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება:
აჭარა-92,
იმერეთი-53,
თბილისი-31,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8,
გურია – 7,
რაჭა-ლეჩხუმი – 1,
მცხეთა მთიანეთი -1.