ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა კოვაქს პლატფორმას უჩივლოს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაძლოა საქართველომ “არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის” კოვაქს პლატფორმას უჩივლოს. მისი თქმით, “საუბარია რეპუტაციულ რისკებზე.”
ამის შესახებ ტიკარაძემ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიაწოდა კოვაქვს პლატფორმამ “ინტერნპრესნიუსს” ინფორმაცია, თითქოს “თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა მხოლოდ იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს”.
“შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში – ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა. შესაბამისად ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით ჯერ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ უარყონ ბრალდება ჯანდაცვის სამინისტროზე”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ტიკარაძის თქმითვე, პლატფორმასთან კომუნიკაციის ფარგლებში, რომელიც 18 სექტემბრიდან დაიწყო, მსგავსი შინაარსის წერილი ჯანდაცვის სამინისტროს არასდროს მიუღია.
____________________________________________________
● კლინიკების ასოციაცია: საქართველო პანდემიის მესამე ტალღას ვეღარ გაუძლებს
● რა არის ცნობილი კორონავირუსის ვაქცინებზე, დაამარცხებენ თუ არა ისინი პანდემიას და როდის?
● გამოკითხვა: ენდობიან თუ არა ბაქოელები კორონავირუსის ვაქცინას?
_____________________________________________________
● კოვაქს პლატფორმამ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუმარტა, რომ თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათი კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, საქართველო კი ამ ქვეყნების ჩამონათვალში ვერ მოხვდა.
● კოვაქსი ვარაუდობს, რომ ვაქცინების ძირითადი ნაწილი საქართველოში 2021 წლის მარტში გაიგზავნება.
● ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინის გადადების მიზეზი ფაიზერის დამატებითი მოთხოვნებია და ვაქცინის შემოტანის გადადება არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას.
● გასული წლის ივლისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველ იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ვაქცინას მიიღებდა. თუმცა, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ შემოსულა.