გიორგი გახარია: ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო, რისკია რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ
გაზიარება
გაზიარება
გიორგი გახარია
საქართველოს ექსპრემიერმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, რომელიც მედიის წინაშე დიდი ხანია არ გამოჩენილა, განაცხადა, რომ ივანიშვილს არ უნდა ეგონოს, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა მას ასცდება. ასევე, გახარიას თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას დრო და წლები მოუგოს და მეორე მაგრამ “ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო, რისკი გვაქვს, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ.”
როგორც ექსპრემიერმა განმარტა, ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში პოლიტიკიდან წავიდა იმისთვის, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო და რასაც ახლა “ამ მარიონეტების ხელით აკეთებს”, თუ ჰგონია, რომ აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა “პერსონალიზებული არ იქნება, ძალიან ცდება.”
“მე გპირდებით ამას, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება. იმის ნაცვლად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ, იმიტომ, რომ დღეს შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, შემთხვევით, ჩვენი დამსახურებით კი არა […] ყველას კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს დაუახლოვდეს, ასე სწრაფად არ იქნებოდა.” – ამბობს საქართველოს ყოფილ პრემიერი.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, ხოლო 29 მაისს ახალი პარტია, “საქართველოსთვის” დააფუძნა.
როგორც გახარიამ თებერვალში, გადადგომისას განმარტა, მისი წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, მისმა მხარდამჭერებმა დაიწყეს აქტიური საუბარი იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურებში დაიწყო რეპრესიები ექსპრემიერის კადრების წინააღმდეგ. საჯარო სამსახური რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.