გარდაიცვალა აფხაზი მწერალი, ფაზილ ისკანდერი. მწერალი დიდხანს ავადმყოფობდა და 87 წლის ასაკში საკუთარ აგარაკზე, მოსკოვის ოლქში, პერედელკინოში გარდაიცვალა.
ფაზილ ისკანდერმა რამდენიმე პოეტური და პროზაული ნაწარმოები დაწერა. ბევრი მათგანი სატირაა; მაგალითად, “თხაჯიხვის თანავარსკვლავედი”, “კურდღლები და გველები”, ჰერაკლეს მეცამეტე გმირობა” და რომანი “ჩეგემელი სანდრო”. მწერალი დაჯილდოებულია აფხაზეთის უმაღლესი ორდენით “პირველი ხარისხის ღირსება და დიდება”.
2008 წლის ომის შემდეგ ფაზილ ისკანდერმა მხარი დაუჭირა რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით და, ამავდროულად, გამოვიდა მოწოდებით, რომ არ დაუშვან კონფლიქტის ესკალაცია და “აფხაზეთის მოსახლეობის ცნობიერება გადაერთოს მშვიდობიან მუშაობაზე, რომლითაც ყველა ერი უნდა იყოს დაკავებული”.
უახლოეს მომავალში გადაწყდება, თუ სად დამარხავენ ამ დიდებულ ადამიანს. აფხაზეთის ხელისუფლებამ ფაზილ ისკანდერის ნათესავებს შესთავაზა, რომ მწერალი სოხუმის ცენტრში დაკრძალონ – იქ, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.
აფხაზმა რეჟისორმა იბრაჰიმ ჭკადუამ ფაზილ ისკანდერის შესხებ ორი ფილმი გადაიღო; ერთი 2004 წელს, მეორე კი – 2014 წელს. მას შემდეგ, რაც ისკანდერი გარდაიცვალა, ორივე ფილმი რარიტეტული ხდება.