ევროკავშირის ელჩი: იმედია, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართება
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ამბობს, რომ იმედი აქვს, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ საარჩევნო გარემოში წარიმართება.
“არჩევნების დღეა. ეს განსაკუთრებულ დღეა ყველა დემოკრატიისთვის. ეს დღეა, როცა პოლიტიკოსები, კომენტატორები, აზრის შემქმნელები იყვნენ ჩუმად, ამომრჩევლები კი გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია გამოხატონ. ბოლო 2 კვირის განმავლობაში და ბოლო 24 საათში ვნახეთ, რომ პოლარიზაციის დონე მაღალია, რაც ძალიან დასანანია“, – ამბობს ჰარცელი.
მისივე თქმით, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, არის ის, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს და ხმა მისცეს. კარლ ჰარცელმა აღნიშნა ისიც, რომ კორონავირუსი კვლავ ძალაშია:
“მინდა, ყველას მოვუწოდო რეკომენდაციების, სოციალური დისტანციის დაცვისკენ.”
● ჩამოვა – არ ჩამოვა. რას ფიქრობენ საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე და რა იქნება შემდეგ?
● რეფერენდუმი, კოკაინი და სისხლიანი ბანერები. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში
● რას ვირჩევთ 2 ოქტომბერს? ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
საქართველოში საარჩევნო კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. მთელი ამ დროის განმავლობაში აკრძალულია პოლიტიკური პარტიების რეკლამა და აგიტაცია.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.