ექსტრემალი მძღოლები
“eXtreme 2016” შეჯიბრია, რომელშიც “ოფროუდერები” –მანქანები და ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ახლახან ახალქალაქში ასპარეზობის მეორე ეტაპი დასრულდა.
“ეს იყო სუფთა “დრაივი”! აღმოჩნდა, რომ ამ ქალაქში ბევრი ავტომოყვარულია. შეჯიბრის სანახავად და საგულშემატკივროდ ათასობით ადამიანი მოვიდა. ძალიან გვიხარია. ამიერიდან საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი ყოველთვის ახალქალაქში გაიმართება ხოლმე,” – ამბობს საქართველოს “Off-Road”-ის ფედერაციის თავმჯდომარე, დავით სოსელია.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან – სულ 19 ადამიანი.
გამოქვეყნებულია: 28.09.2016