COVID-19-ით ნიუ იორკში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
COVID-19-ით ნიუ იორკში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე 64 წლის მამაკაცია. საავადმყოფოში ის 21 მარტს შეიყვანეს. მას ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
31 მარტის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 110 პაციენტს დაუდასტურდა, საიდანაც 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ეს კორონავირუსით უცხოეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მე-5 შემთხვევაა. გარდაცვლილთაგან 2 აშშ-ში დაიღუპა, სამი კი – ესპანეთში.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა. კორონავირუსის შიდაგავრცელების მაღალი რისკის გამო 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.