საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, PCR-ტესტირება ჩაუტარდათ პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც.
• PCR-ტესტი, კარანტინი და თვითიზოლაცია – რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში შემოსვლას ან საქართველოდან წასვლას აპირებთ
არცერთ მათგანს covid-19 არ დაუდასტურდა.
ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა.
31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1487 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან 1240 გამოჯანმრთელდა და 19 გარდაიცვალა.