კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიდან 366 თბილისშია
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს აქამდე დღიური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს სულ 680 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძეს თქმით, კლასტერებზე საუბარი აღარ შეიძლება, რადგან უკვე გავრცელებულია ვირუსი ქვეყანაში.
„თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, – განაცხადა ენდელაძემ.
კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.
განაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
- თბილისი – 366;
- აჭარა – 286;
- იმერეთი – 104;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 57;
- ქვემო ქართლი – 44;
- შიდა ქართლი – 21;
- კახეთი – 13;
- გურია – 13;
- მცხეთა-მთიანეთი – 11;
- რაჭა-ლეჩხუმი – 1;
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14 440 შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელებულია – 7 367 პაციენტი, გარდაცვლილი – 113, კარანტინის რეჟიმში – 5 721, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.