შავი იანვარი აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში დღეს გლოვაა. ქალაქის ცენტრში გადაკეტილია ბევრი გზა და შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა. როგორც ყოველწლიურად ხდება ხოლმე ამ დღეს, უამრავ ადამიანს მიაქვს წითელი მიხაკები საპატიო სამარხის ხეივანთან.
27 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარმა ბაქოში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რათა ოპოზიციის მიერ წამოწყებული ამბოხება ჩაეხშოთ, და რეპუბლიკაზე მოსკოვის ხელისუფლების კონტროლი აღედგინათ.
ჩვენ ახალგაზრდებს ვთხოვეთ, მოეყოლათ, თუ რა მოხდა 1990 წლის 20 იანვარს.