ბელარუსში, მილიციის მიერ ნაცემი მორიგი ახალგაზრდის გარდაცვალებას აპროტესტებენ
გუშინ საღამოდან, მინსკში არ წყდება რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც მილიციის განყოფილებაში ცემის შედეგად მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა. ეს უკვე მეხუთე გარდაცვალების ფაქტია ბელარუსში მიტინგებზე, რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით, უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ რეპრესიებს ამკაცრებს.
მხატვარი, 31 წლის რომან ბონდარენკო გუშინ, მინსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფოს რეანიმაციაში გარდაიცვალა.
როგორც „ევრორადიო“ იტყობინება, რომან ბონდარენკო 11 ნოემბრის საღამოს დააკავეს. ის ეზოში მაშინ გამოვიდა, როდესაც ნიღბიანი უცნობი პირები იქ შევიდნენ და თეთრი და წითელი ნაჭრების ჩამოხსნა დაიწყეს – პროტესტის სიმბოლოს.
ბელარუსის პრეზიდენტი ციხეში პატიმრებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმაზე ელაპარაკა
ბელარუსი: ხელისუფლება რეპრესიებს აძლიერებს და „რეფორმებს“ გვთავაზობს

ერთ-ერთი მისული პიროვნება ახალგაზრდას თავს დაესხა და მიწაზე დააგდო. შემდეგ ის მიკროავტობუსში შეაგდეს და მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს. იქიდან, ნაცემი ბიჭი საავადმყოფოში, კომაში მყოფი მოათავსეს. რომანს თავის ქალის ტრეპანაცია ჩაუტარეს, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მინსკის მილიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ცვლილებების მოედანზე, ეზოში, „დაინტერესებული მოქალაქეები“ მივიდნენ.
ეს ბელარუსში პროტესტის დროს გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის – აქამდე, როგორც მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა ხელისუფლების მხრიდან ძალადობის შედეგად.
რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცვლილებების მოედანზე ათასობით ბელარუსი მივიდა.
ბელარუსში პროტესტი 19 აგვისტოდან გრძელდება, როდესაც ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს, მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი გამარჯვების შესახებ განაცხადა.