Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ მარტინი ყირგიზეთსა და საქართველოში რუსულ კანონებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ თუ სიტუაცია გაუარესდება, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეაჩერონ საქართველოს სახელმწიფო სექტორის ნებისმიერი დაფინანსება.
მარკ მარტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ Bankwatch-მა ატეხა განგაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ვითარების გაუარესების შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
Bankwatch ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის 13 ქვეყანაში საჯაროდ დაფინანსებულ პროექტების მონიტორინგს ახდენს და ხელს უწყობს გარემოს დაცვის, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის პროექტებს.
რა თქვა Bankwatch-ის დირექტორმა
● “სამწუხაროდ, ვითარება უარესდება იმის გამო, რომ ყირგიზეთში უკვე მიიღეს კანონი “უცხოური აგენტების” შესახებ, საქართველოში კი ანალოგიური კანონი დამტკიცების მოლოდინშია. თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, საერთაშორისო ინსტიტუტებმა შეუწყვიტონ დაფინანსება.“
● “თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, ჩვენ მოველით, რომ EBRD, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ისეთთან, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი, ასევე, ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ როგორც სახელმწიფო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისე ნებისმიერი კერძო კომპანიის დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან.”
● “Bankwatch-ის გამოცდილებით, ნათელია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას რისკების შემცირებისთვის, კორუფციის არიდებისთვის, საჯარო თანხების ბოროტად გამოყენების შემცირებისა და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის.”
● “განვითარების ბანკების ინტერესებშია, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს თავისი არსებითი როლის შესრულებას საინვესტიციო პროექტების წარმატებისა და მდგრადობისთვის.”