ალკოჰოლური სასმელის მაღაზიები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დაიკეტა
31 მარტიდან ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს და ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის მაღაზიებს მუშაობა აეკრძალათ.
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 110 პაციენტს დაუდასტურდა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
აკრძალვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ბოლომდე, ანუ 21 აპრილამდე იმოქმედებს.
მთავრობის 30 მარტის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ:
სამედიცინო დაწესებულებას;
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციის, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებას;
წისქვილებს, პურ-ფუნთუშეულის საცხობებს, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოებს;
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების საწარმოებს;
კომერციულ ბანკებს;
საგადახდო მომსახურების იმ პროვაიდერებს, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
საგადახდო სისტემის ოპერატორებს;
ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებს;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს;
საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდება/რეალიზაციის კომპანიებს;
სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების/დისტრიბუციისა/რეალიზაციის კომპანიებს;
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებს
მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურების კომპანიებს და პირებს;
საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“) განმახორციელებელ კომპანიებს;
კერძო დაცვითი საქმიანობის კომპანიებს;
საადვოკატო საქმიანობის კომპანიებს და პირებს;
ავტოტექმომსახურების კომპანიებს;
პრესის ჯიხურებს;
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 31 მარტიდან 21 აპრილამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა – 21: 00 საათიდან დილის 6:00 საათამდე იკრძალება როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად მიიღო.