აფხაზეთში, კორონავირუსით 95 წლის ქალი გარდაიცვალა
1925 წელს დაბადებული პაციენტი 26 აპრილის დილას, ქალაქ გუდაუთის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მას, რამდენიმე ქრონიკული დაავადება აწუხებდა.
ქალს COVID-19-ის დიაგნოზი ჯერ კიდევ 11 აპრილს დაუსვეს, თუმცა, ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა და მხოლოდ 20 აპრილს, მას შემდეგ დათანხმდა, რაც საგრძნობლად გაუარესდა მისი მდგომარეობა.
აფხაზეთში, 26 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ორი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან.
- აფხაზეთში გააგრძელეს, მაგრამ შეამსუბუქეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი
- სააღდგომო ლიტურგია აფხაზეთში და ასამდე მორწმუნე ტაძარში ეპიდემიის დროს. ვიდეო
- კორონავირური და ჭაჭა დინდგელით – გამყიდველების შესახებ, რომლებიც ყოველთვის სამსახურში არიან, ეპიდემიის დროსაც კი. ვიდეო