აფხაზეთში გააგრძელეს, მაგრამ შეამსუბუქეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი
აფხაზეთში, 2020 წლის პირველ მაისამდე გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა. მაგრამ, ამავდროულად, ხელისუფლებამ გარკვეულწილად მისი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, გაუქმდა გაგრისა და გალის რაიონებში დაწესებული კომენდანტის საათი.
ამას გარდა, მუშაობის უფლება მიეცა პროდუქტის მაღაზიებსა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრებს.
კვლავინდებურად აკრძალულია აფხაზეთში შესვლა, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება პირველი მაისის შემდეგაც გაგრძელდეს.
ასევე, პირველ მაისამდე არ იმუშავებს ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებებში კი არდადეგები 4 მაისამდე გაგრძელდა.
- სააღდგომო ლიტურგია აფხაზეთში და ასამდე მორწმუნე ტაძარში კორონავირუსის ეპიდემიის დროს. ვიდეო
- აფხაზეთში, გაგრის რაიონში, კომენდანტის საათი დააწესეს
- კორონავირუსი საქართველოში
შემსუბუქება სამი გარემოებით არის ნაკარნახები:
● აფხაზეთში, COVID-19-ის მხოლოდ სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, ბოლო მათგანი 10 აპრილს გამოვლინდა.
● მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, რომელშიც კარანტინის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმოჩნდა.
● ხელისუფლებას არ შეუძლია მომავალშიც დაიცვას კარანტინის მკაცრი ფორმები.
მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში, აფხაზეთის მოსახლეობა ცდილობდა დაეცვა ხელისუფლების მიერ დაწესებული ზომები, მაგრამ უკვე აპრილის შუიდან, მოქალაქეების საგრძნობმა ნაწილმა თვითნებურად დაიწყო შეზღუდვების მოხსნა საკუთარი თავისთვის.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მთავარი პრობლემა ეკონომიკის გარღვევა გახდა
ბევრი ოჯახი მივიდა იმ მდგომარეობამდე, როდესაც მათ უკვე ფიზიკურად არ ჰქონდათ ფული პროდუქტების შესაძენად.
ამასთან, ბიუჯეტი იმდენად სუსტია, რომ პენსიებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასების დარიგების დაგვიანება დაიწყეს.
საქველმოქმედო ფონდებმა ასევე განაცხადეს, რომ ვერ უმკლავდებოდნენ დახმარების საჭიროების მქონეთა რიცხვის ზრდას.
