აფხაზეთში ფასების სახელმწიფო რეგულირება შემოიღეს
ფასების რეგულირება აფხაზეთში
პროდუქტების გაძვირების გამო, აფხაზეთში ფასების სახელმწიფო რეგულირება შემოდის. საუბარია ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, თებერვლის ბოლოდან აფხაზეთში, საცალო ქსელებში, სურსათზე ფასები საშუალოდ 50-60 პროცენტით გაიზარდა. ამიტომ, აფხაზეთის მთავრობამ, გარკვეული საკვები პროდუქტების ჯგუფზე, ფასების დარეგულირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
პროდუქტების ამ ჯგუფში შედის: ბოსტნეული, კარაქი, რძე, კვერცხი, შაქარი, მარილი, სხვადასხვა სახის მარცვლეული და ბავშვთა საკვები.
რეგულირება გასაყიდ საქონელზე ფასნამატის შეზღუდვას გულისხმობს.
ფასნამატის მაქსიმალური დონე საბითუმო გაყიდვებისთვის საქონლის საბაჟო ღირებულების 10 პროცენტით განისაზღვრა. საცალო ქსელში კი, სიაში შეტანილი პროდუქტების ფასები, მათი საბითუმო ფასის 12 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
გარდა ამისა, მთავრობამ, ცალკე განკარგულებით, ადგილობრივ ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ფარმაცევტული პროდუქტებისა და მედიკამენტების, აგრეთვე სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ქიმიკატებისა და სასუქების იმპორტი საბაჟო გადასახადის გაათავისუფლა.