აფხაზეთის ყოფილ სამთო სოფელ აკარმარაში მაინინგის დიდი სამთო ფერმა აღმოაჩინეს. სოციალური ქსელებში ირწმუნებიან, რომ იგი შედგებოდა 500 კრიპტოვოლუტის მოპოვების აპარატისგან და ეკუთვნოდა გავლენიან პიროვნებას პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გარემოცვიდან.
თუმცა შსს-ს ოფიციალურ ანგარიშში, რომელიც ერთი კვირის დაგვიანებით გამოქვეყნდა, აღმოჩენილი მეურნეობის მფლობელად ორი რიგითი ადგილობრივი მცხოვრებია მითითებული. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, ფერმა შედგებოდა არა 500, არამედ 108 მოწყობილობისგან.
თუმცა, ამ ინფორმაციის გავრცელების დაგვიანებიდან გამომდინარე, სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმეტესობამ არ დაუჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მივიდა დასკვნამდე, რომ ოფიციალური ანგარიში მნიშვნელოვნად „შესწორდა“.
უკანონო მაინინგის გამო, აფხაზეთი რამდენიმე წელია ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდის. 2019 წლიდან ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან 3 მილიარდ მეგავატამდე გაიზარდა.
ადრე დეფიციტის დაფარვა შესაძლებელი იყო რუსეთიდან თავისუფალი ნაკადებით. მაგრამ ახლა მოსკოვმა მოითხოვა 3,90 რუბლის [0,042 აშშ დოლარი] გადახდა თითოეული კილოვატისთვის.
აფხაზეთის ხელისუფლება პერიოდულად ებრძვის მაინინგის მეურნეობებს. მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ მცირე მოხელეების ხვდებიან სამართალდამცავი ორგანოების ბადეებში, რადგან ოფიციალურად “რესპუბლიკის ტერიტორიაზე დიდი ფერმები არ არსებობს”.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო