მოსაზრება: რუსეთი აფხაზეთს ახსენებს, ვინ არის სახლში უფროსი?
აფხაზური მანდარინითა და ხილით დატვირთული სატვირთო ავტომობილები, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ მდინარე ფსოუზე, რუსეთთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვრის გავლას. ამ დროის განმავლობაში, საქონლის არც თუ ისე მცირე ნაწილი გამოუსადეგარი ხდება.
ცნობილ აფხაზ პოლიტიკოსსა და ბლოგერს, თენგიზ ჯოპუას მიაჩნია, რომ ეს მოსკოვის პოლიტიკური გზავნილია. და ამ გზავნილის მიზანია – შეახსენოს აფხაზეთს, რომ აუცილებელია სწრაფად და სრულად მოიყვანოს მოქმედებაში თანამშრომლობის შესახებ ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი ახალი შეთანხმება, რომელსაც აფხაზეთში ბევრი სუვერენიტეტის ნაწილობრივ დაკარგვად აფასებს.

ის, რაც რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ხდება, შეიძლება მიეკუთვნოს იმპორტის შეზღუდვის არასატარიფო ზომას – ნებისმიერი ნაბიჯის გამოყენება, რომელიც არა მხოლოდ აჩერებს ტვირთბრუნვას, არამედ ზარალს აყენებს ექსპორტიორებს.
სხვა არაფრით შეიძლება იმის ახსნა, რაც ხდება, გარდა პოლიტიკური ზეწოლისა, რომლისთვისაც გამოიყენება აფხაზეთზე ეკონომიკური და არაეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტები.
„სტრატეგიულ პარტნიორებს“ შორის ასეთი „სავაჭრო თანამშრომლობის“ მაგალითები გაკვირვების, იმედგაცრუებისა და მზარდი უნდობლობის გარდა, არაფერს იწვევს.
აფხაზეთისთვის რუსეთი – ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც აქვს გათვლა ფაქტობრივად მთელ აფხაზურ აგრარულ სექტორს. ძალიან მეეჭვება, რომ საბაჟო კონტროლის ახალი ფორმების შემოღებისას, მოსკოვში არ ესმოდათ მისი შედეგების მასშტაბები პატარა აფხაზეთისთვის.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად უნდა დაიბაროს რუსეთის ელჩის ამ საკითხზე ახსნა-განმარტებებისათვის.
- მოსაზრება: აფხაზეთს რუსული ფული სჭირდება, მაგრამ ის შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს
- მოსაზრება: აფხაზეთი – დროა, ანგარიში გავასწოროთ