აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვალტერ ბუთბამ პარალელი გაავლო აფხაზურ ოპოზიციასა და ქართულ სპეცსამსახურებს შორის. საპასუხოდ, ოპოზიციამ გაიხსენა მისი არამონაწილეობა აფხაზეთის ომში და დაადანაშაულა ამ ომის ვეტერანების შეურაცხყოფაში. შედეგად, აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კამერებთან ბოდიში მოიხადა.
ბუთბამ ოპოზიციის მიმართ უგუნური სიტყვები პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მთავრობის წევრების შეხვედრისას წარმოთქვა. 30 მაისს, სოხუმში, პრეზიდენტის სასახლის წინ აქციის გამართვის ოპოზიციის განზრახვაზე კომენტირებისას ბუთბამ სიტყვასიტყვით შემდეგი თქვა:
„ძველ დროში, თუ გვახსოვს, საქართველოს სპეცსამსახურებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს ზაფხულის სეზონის ჩაშლის მიზნით. დღეს ეს ფორმები შეუძლებელია. არანაირად არ მინდა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების შედარება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რატომღაც ეს დამთხვევა ცოტა დამაბნევია. რა თქმა უნდა, უნდათ, რომ ზაფხულის სეზონი ჩაშალონ, რომ სახელმწიფო ნაყოფიერად არ განვითარდეს, რადგან ეს ერთადერთი პერიოდია, როცა ჩვენი განვითარებისთვის შემოსავალს ვიღებთ“.
მინისტრის სიტყვებს სოციალურ ქსელში აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, ადგურ არძინბა მაშინვე გამოეხმაურა:
„მინდა ვკითხო მინისტრ ვალტერ ბუთბას, რომელმაც დღეს ოპოზიცია იმათ შეადარა, ვინც ანტისახალხო ხელისუფლებას არ ეთანხმებოდა ქართველების მიმართ: სად იყო ის, როცა ჩვენ ვებრძოლეთ იმავე ქართველებს 92-93 წლებში? რატომ არ ჩამოვიდა 1992 წელს, როგორც სარატოვის უმაღლესი სამხედრო სკოლის იუნკერი, სამშობლოს დასაცავად?
ომის ვეტერანებს – უფრო სწორად, ოპოზიციურ ვეტერანთა ორგანიზაცია “არუას” წევრები – ბუთბას სიტყვებმა გააღიზიანია, რომელმაც მათი ქმედება ქართული სპეცსამსახურების ქმედებებს შეადარა. ისინი მინისტრისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. ჯერ ეს მოთხოვნა წერილობით იქნა წამოყენებული, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში თავად არუას წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რათა მინისტრისთვის პირადად ეთქვათ საკუთარი პრეტენზია.
შედეგად, ვალტერ ბუთბას მოუწია ვიდეოს გადაღება და ბოდიშის მოხდა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო