უკრაინაში, ზღვასა და ომს შორის: როგორია ცხოვრება ოდესაში 2026 წლის ზაფხულში. ვიდეო
გაზიარება
გაზიარება
ომი ოდესაში ზაფხულში
ეს ოდესაა.
რუსული თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ოდესის რეგიონის პორტებია. იბომბება პორტის ინფრასტრუქტურა, მასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური კომპლექსები და საწყობები.
პორტებზე დარტყმები მხოლოდ კონკრეტული ობიექტების დაზიანებით არ შემოიფარგლება. ისინი გავლენას ახდენს სატრანსპორტო სისტემასა და უკრაინის შავი ზღვის გავლით ექსპორტის მარშრუტებზე.
თავდასხმების ნაწილი დღისით ხდება, მაშინ, როდესაც ქუჩები ხალხმრავალია, კაფეები და მაღაზიები ღიაა, ხოლო მაცხოვრებლები და ტურისტები პლაჟებზე არიან.
ოდესის ყოველდღიური ხმაური შესაძლოა რამდენიმე წამში შეიცვალოს: იყო შემთხვევებიც, როდესაც რაკეტები სანაპიროსთან ჩამოაგდეს იმ დროს, როდესაც პლაჟზე ადამიანები იმყოფებოდნენ.
ოდესაში ზაფხული ამ პარადოქსით გრძელდება: დღის განმავლობაში ადამიანები ზღვაზე მიდიან, ქალაქის ქუჩებში სეირნობენ და კაფეებში სხდებიან, ღამე კი შესაძლოა თავშესაფარში გაატარონ.
კურორტი, რომელიც ომამდელ წლებში ტურისტული სეზონის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო, ახლა ერთდროულად ცდილობს ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებას და ახალი თავდასხმისთვის მზადყოფნას. მაგრამ ვერ აგრძელებს ცხოვრებას იმიტომ, რომ რუსეთი ომს არ ამთავრებს.