მანდარინი აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა. ჩვენ აგიხსნით და გაჩვენებთ, თუ როგორ ხდება მოსავლის აღება.
2025 წელს აფხაზეთმა 6000 ტონაზე მეტი მანდარინი გაიტანა ექსპორტზე, ეს დაახლოებით 300 ტონით მეტია გასულ წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ აგრონომები ცუდი მოსავლის შესახებ იუწყებიან.
აღმოსავლეთ აფხაზეთის მცხოვრებლები სოფიის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს პლანტაციებში მანდარინს კრეფენ. ესენი არიან სხვადასხვა ასაკის მამაკაცები და ქალები, 18-დან 65 წლამდე.
მოსავლის აღება ერთი თვიდან თვენახევრამდე გრძელდება, ამინდის მიხედვით.
მკრეფები თითოეული ყუთისთვის 120 რუბლს [1.50 აშშ დოლარი] იღებენ. ერთ ადამიანს დღეში 25-დან 40 ყუთამდე შეგროვება შეუძლია.
აგრონომები ამბობენ, რომ მანდარინი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უხვი მოსავლის მომტანია. წინა წელი პროდუქტიულ წლად ითვლება, როდესაც ყველა ხე მომწიფებულია და დიდი ნაყოფი აქვს. წელს მანდარინი უფრო პატარაა და ზოგიერთ ხეს საერთოდ არ მოუცია ნაყოფი.
ხეების ასაკი ასევე გავლენას ახდენს მოსავლის ხარისხზე. ყოფილ სახელმწიფო მეურნეობებში თითქმის ყველა ხე 50-70 წლისაა; ისინი ახალ მეურნეობებში არ ირგვება, რადგან ეს მოითხოვს ფულს, შრომას და სათანადო მოვლას.
მავნებლების პრობლემა პლანტაციების პესტიციდებით რეგულარული დამუშავებით გვარდება – აპრილიდან მოსავლის აღებამდე, პლანტაციები ხუთჯერ სრულად იწამლება სპეციალური საშუალებებით.
ამავდროულად, აგრონომები ამტკიცებენ, რომ აფხაზური მანდარინი შეიძლება ჩაითვალოს ეკოლოგიურად სუფთად, რადგან ის იკრიფება ქიმიკატების აორთქლების შემდეგ და თავად ნაყოფი არაფრით არ არის დამუშავებული. ამიტომ, მას მოკლე შენახვის ვადა აქვს.