ეუთო-ს 37 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული.
განცხადებას ავრცელებენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში და რომ ქვეყანაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააპატიმრეს.
დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაწყვეტის გზა გამოინახოს.
ამასთან, დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მტკიცედ დგანან ქართველი ხალხის გვერდით. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები. მკაცრად ვგმობთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ ორწლიანი პატიმრობის არაპროპორციულ განაჩენს და რამდენიმე მომიტინგის მიმართ ბოლო დროს გამოტანილ პატიმრობის შესახებ განაჩენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული და ხაზს ვუსვამთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას
მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მათ სწრაფვას, სადაც აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალს წარმოადგენს. კვლავ ღია ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და ურყევად ერთგულები ვართ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“, – აღნიშნულია განცხადებაში.“ – აღნიშნულია განცხადებაში.