კომფორტი და პროდუქტიულობა - სად მოვაწყოთ დასამახსოვრებელი კორპორაციული ღონისძიება 
კორპორაციული ღონისძიების ორგანიზება
”კომპანიის პერსონალი საფეხბურთო გუნდივით შეკრული კოლექტივი უნდა იყოს, რომელიც ერთად კარგად თამაშობს, და არა დიადი პიროვნებების თავყრილობა“ – ეს ფრაზა ლეგენდარულ ამერიკელ მენეჯერს, „ფორდის“ ყოფილ პრეზიდენტს ლი იაკოკას ეკუთვნის და დღესაც კორპორაციული წარმატების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია.
რაც უნდა ძლიერი სპეციალისტები იყვნენ გუნდში, გუნდი დასახულ ამოცანას ვერ შეასრულებს, თუკი მათ ერთად მუშაობა არ იციან. სწორედ ამიტომ, თანამედროვე კომპანიები უამრავ დროს და რესურს ხარჯავენ ე.წ. თიმბილდინგზე, გუნდური მუშაობის განვითარებაზე.
კორპორაციული ღონისძიებები ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
პიკნიკზე ერთად გასვლა, ბილიარდის თამაში, ქალაქგარეთ რამდენიმე დღის ერთად გატარება – მსგავსი აქტივობები ერთმანეთთან აახლოებს თანამშრომლებს, რის შემდეგაც ისინი უფრო მოტივირებულები ხდებიან ერთად გააკეთონ საერთო საქმე.
მენეჯმენტის სპეციალისტები ამბობენ, რომ კორპორაციული ღონისძიებები აუცილებელია თანამშრომლების მოტივაციის და გუნდური სულის ასამაღლებლად. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა დიდი კომპანიებისთვის, სადაც ბევრი თანამშრომელი მუშაობს, რომელთან ხშირად ერთმანეთთან კომუნიკაცია არც აქვთ, მაგრამ ამავდროულად საჭიროა სხვადასხვა დეპარტამენტების შეკრული მუშაობა.
„თიმბილდინგისთვის“ ყველაზე გავრცელებული ღონისძიებაა რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გასვლა კომფორტულ სასტუმროში, სადაც იქნება როგორც ერთად მუშაობის, ასევე დასვენების, დროის ერთად ტარების და გართობის შესაძლებლობა.
მსგავსი ღონისძიებების მოწყობის დიდი გამოცდილება აქვს სასტუმროს „ჯორჯია პალასი ქობულეთი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია მთელ ზღვისპირეთში.
გოჩა ანანიძე „ჯორჯია პალასის“ ღონისძიებების მენეჯერი, ამ საქმითაა დაკავებული და მათემატიკური სიზუსტით შეუძლია დაგეგმოს კორპორაციული ღონისძიებები, რომლებზეც ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ასეული სტუმარიც კი ესწრება.
„ჯორჯია პალასს“ კორპორაციული მიმართულება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. მეტიც, სასტუმროში სპეციალური გუნდიც კი გამოჰყვეს, რომელიც კონფერენციების და კორპორაციული ღონისძიებების მენეჯმენტზეა პასუხისმგებელი.
„მნიშვნელოვანია ასეთ დროს ყველა დეტალი გათვლილი იყოს,” – ამბობს ის, – თუ როგორ იქნება დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი, აქტივობები და როგორ უპასუხებს გარემო თუ მენეჯმენტი თანამშრომლების მოთხოვნებს.“
სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ იდეალურადაა მორგებული ნებისმიერი სიდიდის და თემატიკის კორპორაციულ ღონისძიებებს.
სასტუმროს შეუძლია ერთდროულად 400 დელეგატიანი დიდი კონფერენცია გამართოს და თან ყველა სტუმარი დააბინაოს; მოაწყოს უფრო მყუდრო ღონისძიება სხვადასხვა გასართობი აქტივობით შედარებით პატარა კომპანიებისთვის, ასევე უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა თუ სემინარებს.
სასტუმროში ექვსი სივრცეა საქმიანი შეხვედრებისთვის. მათ შორის ოთხი დიდი დარბაზია.
ყველა დარბაზი სრულად აღჭურვილია თანამედროვე მულტიმედია ტექნოლოგიებით, რომლებიც აუცილებელია მაღალი დონის შეხვედრის ჩასატარებლად – ხმის და განათების თანამედროვე სისტემები – მიკროფონები, პროექტორები, მონიტორები, ასევე ფლიჩარტები და სხვა ინვენტარი, რომელიც ამ ტიპის ღონისძიებებისთვის საჭიროა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკონფერენციო სივრცეს აქვს ისეთი იზოლაცია, რომ დარბაზიდან ხმა არ გადის ყველაზე ხმაურიანი ღონისძიების შემთხვევაშიც კი და არც სხვების ხმაური აღწევს დარბაზამდე, რაც სამუშაო პროცესისთვის შემაწუხებელი იქნებოდა.
ყველაზე დიდი ზომის დარბაზში, რომელსაც „პეტრა“ ჰქვია და 350 დელეგატს იტევს, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დამონტაჟდეს სცენა – მაგალითად, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კორპორაციული ღონისძიება წამყვანებს მიჰყავთ, დაპატიჟებულია მომღერალი, ან თანამშრომლებისთვის რაიმე სხვა ტიპის პროგრამაა გათვალისწინებული – გალა-საღამოები, გათამაშებები, დაჯილდოებები და ა.შ.
„პეტრას“ საბანკეტო დარბაზადაც იყენებენ – აქ სამასკაციანი ქორწილები იშლება და ეს საქმიანი სივრცე ყვავილებით ირთვება და სადღესასწაულო იერს იძენს.
მუსიკალური გაფორმებისთვის ასევე მაღალი ხარისხის ტექნიკაა გათვალისწინებული – დინამიკები, ე.წ მიქშერი და ა.შ.
გარდა კომფორტული საკონფერენციო სივრცეებისა, „ჯორჯია პალასი“ სტუმრებს ბევრ გასართობს სთავაზობს დროის აქტიურად, აზარტულად და კრეატიულად გასატარებლად, რაც ამ სასტუმროს „თიმბილდინგისთვის“ იდეალური ადგილად აქცევს.
სასტუმროს ტერიტორია ზღვის პირას მდებარეობს, ბამბუკებისა და ფიჭვების პარკში. სასტუმროს აქვს შიდა აუზები, სპა, მინი გოლფის მოედანი და ჩოგბურთის კორტები. ველოსიპედით ქობულეთის ზღვის სანაპიროზე გასეირნება კი, ერთი სიამოვნებაა.
საღამოს შვიდი სხვადასხვა ბარ-რესტორანია, სასადილო და კერძები კი, განსაკუთრებით გემრიელი, რასაც მუდმივად აღნიშნავენ booking.com-სა თუ სხვა საერთაშორისო ტურისტულ ვებ-გვერდებზე ამ სასტუმროს სტუმრები.
საქმიანი შეხვედრების შემდეგ დროის არაფორმალურ გარემოში გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თიმბილდინგისთვის“.
„თუ ოფისში დაბრუნებული გუნდი უფრო მეგობრული, შეკრული და ერთსულოვანია. კორპორაციული ღონისძიება წარმატებულად ჩაითვლება” – ამბობს გოჩა ანანიძე.