2020 წელს, საქართველოში 4 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. ქვეყანაში 4017 ადამიანით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
“საქსტატის” მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში 46 520 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგონა.
2019 წელთან შედარებით, 8.3%-ით გაზრდილია გარდაცვლილთა რაოდენობაც და ჯამში 50 537 ადამიანს შეადგენს.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქალაქ თბილისში (13 878 ადამიანი), ხოლო ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (764 ადამიანი).
საქსტატისვე ცნობით, საქართველოში 2020 წელს 16 359 წყვილი დაქორწინდა.
რაც შეეხება განქორწინებულთა რაოდენობას – 2020 წელს ერთმანეთს 7 643 წყვილი გაშორდა.
2020 წელს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა მთლიანობაში 29.7 პროცენტით შემცირდა.
ქორწინების საშუალო ასაკი მამაკაცებში 30 წელია, ქალებისთვის კი 28 წელი.
____________________________________
● საქართველოში 307 ათას ადამიანს ლომბარდის ვალი აქვს
● ექვსი ქართული სტარტაპი, რომელსაც პანდემიის დროს კარგად მისდის საქმე
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა