ჭუბერში მდინარე ნენსკრა ადიდდა. წყალს უზარმაზარი ლოდები და ხეები მოაქვს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია.
ჭუბერის მცხოვრებნი ფეისბუკზე ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ მოედინება მდინარე, რომელსაც უზარმაზარი ლოდები და ხეები მოაქვს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.
❗ჭუბერიდან მიღებული ინფორმაციით, წაღებულია 5 ხიდი. ვიდეო: ფეისბუქი, მინდია გურჩიანი#ჭუბერი #სტიქია #ლაივპრესი
Posted by ლაივპრესი • Livepress on ხუთშაბათი, 05 ივლისი, 2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სააგენტო “ინტერპრესნიუსს” უთხრეს, რომ სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ.
ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სოფლის გამგეობას მეწყრის შესახებ მესაზღვრეებმა აცნობეს, გამგეობამ კი მოსახლეობის ნაწილს სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.
https://www.facebook.com/livepressge/videos/1977460178972928/
• უკვე წლებია მიმდინარეობს დისკუსია მდინარე ნენსკრაზე საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე მზადაა. 280 მეგავატი სიმძლავრის „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას მესტიის რაიონში, საქართველოს მთავრობამ მწვანე შუქი 2015 წლის სექტემბერში აუნთო. მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ნენსკრაზე ჰესის აშენება ბუნებრივ კატასტროფას გამოიწვევს.